LLC Tbilservice Group

Hotline 2619050
გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდა
02 October, 2017
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა გეგმიური ინსპექტირების შედეგად, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა. ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური პირი განმეორებით, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 47-ე მუხლის მეორე ნაწილის (32.2) შესაბამისად, დაჯარიმდა. „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა სამართალდამრღვევ პირს აღნიშნული ტერიტორიის დასასუფთავებლად ვადები განუსაზღვრა. „თბილსერვის ჯგუფი“ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენი მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება.
Main About Us Media Center Services Legislation Projects
About Company News Current
Management Announcement Completed
Structure
Vacancy
Hotline
2 61 90 50
N67 Kakheti Highway
(Central office)