გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსის დასუფთავება
26 December, 2017
გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, საგამოძიებო უწყებებმა დღეს მუშაობა დაასრულეს და „თბილსერვის ჯგუფმა“ ტერიტორია დაასუფთავა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ხვალიდან, თბილისის მერიის ლაბორატორია საცხოვრებელ კორპუსს შეამოწმებს და დაადგენს, თუ რამდენად შეესაბამება ის უსაფრთხოების ნორმებს. კახა კალაძის განცხადებით, თუ დადგინდა, რომ კორპუსი ავარიულია, პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი სამუშაოები განხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, კორპუსის შემოწმების შემდეგ დაიწყება.