დედაქალაქის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოები გრძელდება
23 April, 2018
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს, რომლის ფარგლებში ამჯერად გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა მოირეცხა და დასუფთავდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები სპეციალური ტექნიკის დახმარებით განხორციელდა. საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში დედაქალაქში მასშტაბური ღონისძიებები მიმდინარეობს - მოირეცხა და დასუფთავდა ხიდები და პანდუსები. პარალელურად რეცხვა და დეზინფექცია უტარდება ნაგავშემკრებ კონტეინერებს. 1 მაისიდან „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში გეგმიურ გზის მორეცხვით სამუშაოებს დაიწყებს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.