კოსტავას ქუჩაზე მიწისქვეშა გადასავლელის რეაბილიტაცია დაიწყო
13 July, 2018
„თბილსერვის ჯგუფმა“ კოსტავას ქუჩაზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დაიწყო. რეაბილიტაციის ფარგლებში, მოსაპირკეთებელი სამუშაოები განხორციელდება, რის შედეგადაც მიწისქვეშა გადასასვლელს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა დროებით შეზღუდულია. სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის 24 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.