გლდანის, დიდუბისა და ნაძალადევის რაიონებში ახალი ურნები დაიდგა
12 September, 2018
“თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით ნაგავშემკრები კონტეინერების ჩანაცვლებას განაგრძობს. დღეს, პლასტმასის ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები გლდანის, დიდუბისა და ნაძალადევის რაიონებში დაიდგა. დედაქალაქის მასშტაბით, სულ 18 970 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერია განთავსებულია.