შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები, დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურად მიმდინარეობდა გზის გაწმენდით სამუშაოები - ამ დრომდეა მობილიზებული მძიმე ტექნიკა, იწმინდება სამანქანე გზები, იყრება ტექნიკური მარილი.
ამ დროისათვის, დედაქალაქის მასშტაბით, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ამასთან, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს შპს "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზი - 2 61 90 50.