“თბილსერვის ჯგუფმა” თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და დასუფთავების, განათებისა და ხეების დარგვის საერთაშორისო დღეები „ვაკის პარკში“ მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა. წლის საუკეთესო თანამშრომლები "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა ლევან ჯღარკავამ ფულადი ჯილდოთი და მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
მსოფლიო სექტემბრის თვეში დასუფთავების, განათებისა და ხეების დარგვის საერთაშორისო დღეებს აღნიშნავს, აქედან გამომდინარე, “თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, კომპანიის საიუბილეო თარიღად სწორედ სექტემბრის თვე შეირჩა და უკვე მეორედ, 20 სექტემბერი მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნება.