LLC Tbilservice Group

Hotline 2619050
დედაქალაქში კანონდარღვევით გაკრული პლაკატების ჩამოხსნა დაიწყო
19 October, 2018
„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის მასშტაბით, კანონდარღვევით გაკრული საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა დაიწყო. აღნიშნული სამუშაოები პირველ ეტაპზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მიმდინარეობს და თბილისის ათივე რაიონში განხორციელდება. „დავგეგმეთ და ვახორციელებთ დედაქალაქის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების ჩამოხსნის ღონისძიებას. ეს ის ადგილებია, სადაც საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ღონისძიება დაახლოებით, ორი-სამი დღის განმავლობაში დასრულდება“, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა ლევან ჯღარკავამ. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს, მთავრობის სხდომაზე „თბილსერვის ჯგუფს“ უკანონოდ გაკრული პლაკატებისგან სხვადასხვა ლოკაციის გასუფთავება და მოწესრიგება დაავალა.
Main About Us Media Center Services Legislation Projects
About Company News Current
Management Announcement Completed
Structure
Vacancy
Hotline
2 61 90 50
N67 Kakheti Highway
(Central office)