"თბილსერვის ჯგუფმა" თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოაწყო. თბილისის ზღვის სანაპირო და მიმდებარე ფერდობი ნარჩენებისგან გაიწმინდა.
ადგილზე "თბილსერვის ჯგუფის" 20-მდე თანამშრომელი მუშაობდა, ასევე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.