მტკვრის სანაპირო ზოლზე დეკორატიული სანათების გაწმენდა დაიწყო
17 June, 2019
“თბილსერვის ჯგუფმა“ მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირზე დეკორატიული სანათების გაწმენდა და დაზიანებული ნათურების შეცვლა დაიწყო. სანაპირო ზოლზე სულ 2 700 ერთეული დეკორატიული სანათი გაირეცხება, რის შედეგადაც განათების ხარისხი მოიმატებს. სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდება.