LLC Tbilservicegroup

Hotline 2619050
„თბილსერვის ჯგუფმა“ ორი მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დაასრულა
20 December, 2019
„თბილსერვის ჯგუფმა“ მეტროსადგურ „ავლაბრისა“ და ფინანსთა სამინისტროს მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია დაასრულა. სარემონტო სამუშაოები დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ავლაბრის მიწისქვეშა გადასასვლელში, გარე პარაპეტები, ჩასასვლელები და გვირაბის კედლები ქართული აგურით მოპირკეთდა; მოეწყო დეკორატიული მოაჯირები და დამწვარი გრანიტის საფეხურები; გორგასლის ქუჩაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში შეკეთდა და გამოიცვალა ბაზალტის ფილები; ორივე მიწისქვეშა გადასასვლელი აღიჭურვა ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებით და ანტივანდალური LED სანათებით. გარდა ამისა, გამოიცვალა სანიაღვრე ცხაურები და შეკეთდა გასასვლელი გვირაბების ჭერები.
რეაბილიტაციის შედეგს ადგილზე გაეცნენ ,,თბილსერვის ჯგუფის’’ დირექტორი რომეო მიქაუტაძე და დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე.
Main About Us Media Center Services Legislation Projects
About Company News Current
Management Announcement Completed
Structure
Vacancy
Hotline
2 61 90 50
N67 Kakheti Highway
(Central office)