თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები იწმინდება
20 January, 2020
,,თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდა. დაიყარა დაახლოებით 80 ტონა ტექნიკური მარილი. ამ ეტაპზე, ვაკისა და მთაწმინდის რაიონების ყველა შემოერთებულ ტერიტორიაზე, ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. საჭიროების შემთხვევაში, გზის გაწმენდითი სამუშაოები განახლდება. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ ,,თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე-2619050 ან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე-2722222