შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით სამგორის რაიონში დასუფთავების აქცია მოეწყო. დასუფთავდა ქიზიყის ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტური დასახლება და მიმდებარე ტერიტორია.
"თბილსერვის ჯგუფი" მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ ნარჩენების დაყრისგან, დაიცვან კანონი და ნარჩენები განათავსონ სპეციალურად გამოყოფილ ნაგავშემკრებ კონტეინერებში - ეგრეთწოდებულ ურნებში.
ერთად ვიზრუნოთ ქალაქის სისუფთავეზე!