LLC Tbilservicegroup

Hotline 2619050
“თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი გლდანის სპეც თანამშრომელს შეხვდა
26 February, 2016
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა 13 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე „თბილსერვის ჯგუფის“ გლდანის რაიონული განყოფილების სპეც თანამშრომელს მიკიჩა შავეშოვს შეხვდა, მადლობა გადაუხადა და პრემიის სახით ფულადი ჯილდო გადასცა. 
„მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანამშრომელს, რომელმაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს - მეტრო ახმეტელის მიმდებარედ, სადაც ის ყოველდღიურად მუშაობს და ასუფთავებს ტერიტორიას მართლაც, რომ საგმირო საქმე ჩაიდინა და იზრუნა მოსახლეობის უსაფრთხოებაზე. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ფოტოს ავტორს, რომელმაც სოციალურ ქსელში გაავრცელა და დააფასა ამ ადამიანის თავდადება, რომ არა ის, ეს ინფორმაცია ჩვენამდე სამწუხაროდ ვერ მოაღწევდა“. - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა - ლევან ჯღარკავამ. 
"ეს გმირი თვალებიდან არ ამომდის, მართლა ვამაყობ, რომ ქართველი ვარ!! პ.ს. დღეს ახმეტელის მეტროსთან, საავტომობილო გზაზე ჩამოვარდა მაღალი გამავლობის ელექტროკაბელი. ეს უცხო ადამიანი თითქმის ნახევარ საათზე მეტი იცავდა მოსახლეობის უსაფრთხოებას. ბრავო ეს გმირი კაცია!!!", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
Main About Us Media Center Services Legislation Projects
About Company News Current
Management Announcement Completed
Structure
Vacancy
Hotline
2 61 90 50
N67 Kakheti Highway
(Central office)