შპს "თბილსერვის ჯგუფის" ისან-სამგორის რაიონულმა განყოფილებამ, სამგორის რაიონში მასშტაბური დასუფთავებითი სამუშაოები ჩაატარა. დასუფთავდა ლითონ კონსტრუქციის ეგრეთწოდებულ "ზეემკას" დასახლებაში, აეროდრომის და მეორე მსოფლიო ომის გერმანელ ტყვეთა სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია.
ადგილზე რამოდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა და "თბილსერვის ჯგუფის" ორმოცდაათამდე სპეც თანამშრომელი მუშაობდა.