დღეს, შპს "თბილსერვის ჯგუფმა" "თბილისის ზღვის კლუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოაწყო.
დასუფთავდა თბილისის ზღვის ისანი-სამგორის მხარეს სანაპირო ზოლი და მიმდებარე ფერდობი. ადგილზე "თბილსერვის ჯგუფის" სამგორის რაიონული თანამშრომლები მუშაობდნენ. მოსახლეობის დაუდევრობის გამო აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავებას "თბილსერვის ჯგუფი" პერმანენტულად ანხორციელებს.