შპს "თბილსერვის ჯგუფმა" სამგორის რაიონში ოფიცერთა დასახლება და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა.
აქციაში "თბილსერვის ჯგუფის" ისან-სამგორის რაიონული განყოფილების სპეც თანამშრომლები, განყოფილების უფროსი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ლევან დარახველიძის ბიუროს და სამგორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
დასუფთავების აქცია მესამე მასივის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ლევან დარახველიძის ინიციატივით განხორციელდა.