შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სამების საკათედრო ტაძარში ხანძრის შედეგად დანაგვიანებული 1200 კვ.მ ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოებს განაგრძობს. ყოველდღიურად დასუფთავების პროცესში "თბილსერვის ჯგუფის" 100-მდე სპეც თანამშრომელია ჩართული.
სამების ტაძარში გაწმენდითი სამუშაოები "თბილსერვის ჯგუფმა" ორი დღის წინ დაიწყო, გაწმენდილია ტერიტორიის ერთი ნაწილი.
შპს "თბილსერვის ჯგუფი" სამების საკათედრო ტაძარში დასუფთავებით სამუშაოებს კვირის ბოლომდე დაასრულებს.