შპს" თბილსერვის ჯგუფმა" თბილისის #22 საჯარო სკოლის ტერიტორია დაასუფთავა. დასუფთავების აქცია კომპანია "თბილსერვის ჯგუფში" სკოლის ადმინისტრაციის სახელით შემოსული წერილის საფუძველზე განხორციელდა.
აქციაში "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებთან ერთად, საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა.