"თბილსერვის ჯგუფმა" დაზიანებული შადრევნების რეაბილიტაცია დაიწყო.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით შპს „თბილსერვის ჯგუფს“ დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებასთან ერთად დაევალა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) გარე განათების და შადრევნების მოვლა-პატრონობა. შპს “თბილსერვის ჯგუფს“ გადმოეცა დედაქალაქში არსებული 54 შადრევანი. ეტაპობრივად დაიწყო მათი რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე აღდგენილია 23 შადრევანი.