"თბილსერვის ჯგუფმა" ვაკის პარკში გამწვანებითი სამუშაოები დაიწყო
24 June, 2016
შპს "თბილსერვის ჯგუფმა" ვაკის პარკის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე იმყოფებოდნენ. სამუშაოების ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა საყვავილე თარგები და სარწყავი სისტემა, სამუშაოები კვირის ბოლომდე დასრულდება.