შპს " თბილსერვის ჯგუფი" 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, პირველივე წუთებიდან ჩაერთო. სტიქიის ზონებში, მობილიზებული იყვნენ, როგორც "თბილსერვის ჯგუფის" სპეც თანამშრომლები, ასევე მძიმე და მსუბუქი ტექნიკა. სამუშაოების შედეგად, პირველივე დღეს, მტკვრის მარჯვენა სანაპირო - საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა, რის შედეგადაც აღდგა მოძრაობა.
შპს " თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები სტიქიის ყველა ცხელ წერტილში - სვანიძის ქუჩის, ზოოპარკის და მზიურის პარკის ტერიტორიებზე საგანგებო რეჟიმში გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე მუშაობდნენ.
#13ივნისი