შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის შესასვლელისა და გასასვლელის დასუფთავება დაიწყო. დასუფთავების აქცია დასავლეთის მხარეს დღეს დასრულდება, ხოლო აღმოსავლეთის მიმართულებით მომდევნო დღეებში დაიწყება. დღევანდელ აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ 40-მდე თანამშრომელია ჩართული და ადგილზე, ასევე, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. მიმდინარე სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით ხორციელდება, ასევე, მერის დავალებით განხორციელდა კვირის დასაწყისში ვერეს ხეობის ფერდობების დასუფთავება.