შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050

შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ ცხელი ხაზის სამსახურის ხარისხის პოლიტიკა

დოკუმენტის ნომერი: QMD-04/01

შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ ცხელი ხაზის სამსახურის ხარისხის პოლიტიკა განსაზღვრავს კომპანიის ხელმძღვანელობის და ცხელი ხაზის სამსახურის მიდგომას მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესებისა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცესისადმი.

ცხელი ხაზის სამსახურში დანერგილია და ფუნქციონირებს ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის მოთხოვნებს (გარდა, 8.3. პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა) და მოიცავს სამსახურის ყველა ძირითად და დამხმარე პროცესს:
  •  შემოსული ზარების მიღება და დამუშავება;
  •  ონლაინ ჩატით შემოსული შეტყობინებების მართვა;
  •  შემოსული ზარების ყოველდღიური მონიტორინგი;
  •  ოპერატორთა ყოველთვიური შეფასება;
  •  მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა;
  •  მომწოდებელთა მონიტორინგი;
  •  ახალი თანამშრომლის აყვანის პროცესი;
  •  თანამშრომელთა პროფესიული განვითარება,
  •  რისკების შეფასება და მართვა.

მომსახურების უწყვეტი გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად ცხელი ხაზის სამსახური

  • მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს მომხმარებელთან, რათა შეისწავლოს მათგან მომდინარე მოთხოვნები და მომსახურების პროცესში არსებული გამოწვევები;
  • იცავს პროფესიული საქმიანობის ეთიკის პრინციპებს;
  • მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ჯანსაღი სამუშაო გარემო-პირობების შექმნა-გაუმჯობესებაზე;
  • ისწრაფვის გაზარდოს ხარისხის მართვის სისტემის ეფექტიანობა მონიტორინგის, ანალიზისა და შეფასების საშუალებით, ასევე დროში გაწერილი კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებით;
  • პროცესების პერიოდულ შეფასებას განსაზღვრული ხარისხობრივი კრიტერიუმების საფუძველზე.
ცხელი ხაზის სამსახურის ყველა თანამშრომელი მონაწილეობას იღებს ხარისხის მართვის სისტემის პროცესების ფუნქციონირებასა და დასახული ამოცანების შესრულებაში, იცნობს საკუთარ უფლებებს და აცნობიერებს პირად პასუხისმგებლობას ჯეროვანი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით.

„კომპანიის“ ხელმძღვანელობა მხარს უჭერს ხარისხის მართვის სისტემას აუცილებელი რესურსებით და პერიოდულად აანალიზებს სისტემის ეფექტიანობას.

ცხელი ხაზის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე პასუხისმგებელნი არიან დანერგილი სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებასა და აუცილებელ შიდა და გარე კომეუნიკაციზე

ხარისხის პოლიტიკა წარმოადგენს ცხელი ხაზის სამსახურის ხარისხის მართვის სისტემის საბაზისო დოკუმენტს.

თარიღი: 17.10.2023

მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)