შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
„თბილსერვის ჯგუფი“ 2007 წელს დაფუძნებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ და მისი წილი კომპანიის კაპიტალში 100% შეადგენს. კომპანია წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს. 2016 წლის 15 მაისიდან კომპანიას 3 იურიდიული პირი - შპს "უძრავი ქონება - თბილისი", შპს "თბილისის პარკები და შპს "სინათლის ქალაქი" შეუერთდა, შესაბამისად მათი ფუნქციებიც კომპანიის საქმიანობას დაემატა.
კომპანიაში ამ დროისათვის დასაქმებულია 5000 - ზე მეტი თანამშრომელი.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებია:

  • დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურეობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ამოღების ორგანიზება;
  • დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სფეროს რეგულირებისათვის საჭირო წესების, პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელება;
  • საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გადამუშავება, სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სადრენაჟე ქსელების, სანიაღვრე კოლექტორების, ნაგებობების, წვიმმიმღებების, გვერდმიმღებების და საკონტროლო ჭების ექსპლუატაციის გაწევა;
  • ქუჩებზე, მოედნებზე, გზატკეცილებზე არსებული სანიაღვრე ჭების, გვერდმიმღებების, სანიაღვრე კოლექტორების ასევე სადრენაჟო ქსელის მიმდინარე შეკეთება;
  • ახალ სადრენაჟე ან/და სანიაღვრე ქსელის პროექტირებისას უკვე არსებულ ქსელზე ან სისტემაზე სწორად მიერთების მიზნით, ტექნიკური პირობის შეთანხმება;
  • არსებული სადრენაჟე ან/და სანიაღვრე ქსელის დაზიანების პრევენციის მიზნით ნებისმიერი მიწისქვეშა სამუშაოების ჩატარების პროექტის შეთანხმება;
  • მოსახლეობის მომსახურება და მიმდინარე შეკეთების სამუშოების წარმოება გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად;
  • მარილის მოყრა თოვლცვენისა და სხვა საჭიროების დროს;
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობა და ექსპლუატაცია;
  • კომპანიის საკუთრებაში, აგრეთვე სარგებლობაში არსებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობა;
  • გარე განათებისობიექტების მოვლა-პატრონობა და გაფართოების სამუშაოების შესრულება;
  • ქუჩების, მოედნების, პარკების, ხიდების, გზატკეცილების, საცხოვრებელი მასივების, შიდა კვარტლების, შენობა-ნაგებობების გარე განათების (მათ შორის არქიტექტურულ-მხატვრული მინათების ქსელის) უზრუნველსაყოფად საჭირო სანათი მოწყობილობების მიმდინარე შეკეთება, არსებული ქსელების რეკონსტრუქცია, კაპიტალური შეკეთება, ახალი ქსელების მშენებლობა და ექსპლუატაცია;
  • დამფუძნებლის დემონტირებული ქონების (ბოძები, სანათები, პროჟექტორები, სადენები, კაბელები და სხვა) შენახავა-დასაწყობება კომპანიის ტერიტორიაზე და გამოსაყენებლად ვარგისი მოწყობილობების შემდგომი ექსპლუატაცია;
  • ორგანიზაციულ-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებების გატარება გარეგანათების ქსელში ელექტროენერგიის დანაკარგების შემცირების და უავარიო მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • სანათი მოწყობილობების და ქსელების მოწყობა-შეკეთების მომსახურების გაწევა ხელშეკრულების საფუძველზე, სახელშეკრულებო ფასებითა და ტარიფებით;
  • კომპეტენციის ფარგლებშისაფეხმავლო ხიდების მოვლა-პატრონობა და ექსპლუატაცია;
  • განათების ობიექტების, არსებული  და/ან ახალი ქსელის მონტაჟის ან/და გადატანის პროექტირებისას ასევე არსებულ ქსელზე ან სისტემაზე სწორად მიერთების მიზნით, ტექნიკური პირობების შეთანხმება;
  • არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში ხაზობრივი ნაგებობების ან კონსტრუქციების მოწყობის/მონტაჟის პროექტირებისას ტექნიკური პირობის შეთანხმება;
  • მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების მოწესრიგების მიზნით, ინერტული (სამშენებლო) ნარჩენებით მოსწორებითი/ამოვსებითი სამუშაოების წარმოება;
  • ქუჩებზე, საავტომობილო გზებზე და მის შემადგენელ ნაწილებზე, ელემენტებზე, ხელოვნურ და დამცავ ნაგებობებზე საგზაო მონიშვნის სამუშაოების შესრულება.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)