შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი
განცხადება საჯარო შესყიდვის შესახებ
საქართველოს მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) სესხის სახით თბილისის მყარი ნარჩენების შეგროვებისა და მართვის სისტემის განვითარებისთვის დაფინანსება მიიღო. შემოთავაზებული პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 15 მილიონი ევროა ქვემოთ ჩამოთვლილი საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვას მოითხოვს:
· ავტოპარკის განახლა;
· ნარჩენების გადამტვირთი სადგურის განახლება და მოდერნიზება;
· თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე ნაჟური წყლის გამწმენდი ნაგებობის განახლება/რეაბილიტაცია.
ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებით სატენდერო პროცედურების დაწყება 2019 წლის მესამე კვარტალშია მოსალოდნელი.
ბანკის (EBRD) სესხით დაფინანსებული კონტრაქტები უნდა შეესაბამებოდეს EBRD-ის შესყიდვების პოლიტიკასა და წესებს. https://www.ebrd.com/work-with-us/procurement/policies-and-rules.html?fbclid=IwAR29kN1ptTr2QMwnzyzZ7mGG8NPHPjxbfGpPITK9gC5UjzZVQP4peio1ZTM ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ქვეყნის კომპანიისთვის). არ შეიძლება სესხის თანხა გამოყენებულ იქნას პირებისთვის ან ორგანიზაციებისთვის თანხის გადახდის ან რაიმე სახის საქონლის იმპორტის მიზნით თუ მსგავსი გადახდა და იმპორტი აკრძალულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, გაეროს წესდების VII თავით ან შემსყიდველი ქვეყნის კანონმდებლობით.
დაინტერესებული მომწოდებლები, კონტრაქტორები და კონსულტანტები უნდა დაუკავშირდნენ:
შპს „თბილსერვის ჯგუფს“
საკონტაქტო პირი: ლაშა ქაჯაია
კახეთის გზატკეცილი N67, 0182 თბილისი. საქართველო
ტელ: +995 (32) 261 90 50 ext. 2025
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. 

იხილეთ ვრცლად