შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

„თბილსერვის ჯგუფმა“ წინასაახალწლოდ, წლის საუკეთესო 56 თანამშრომელი დააჯილდოვა. მადლობის სიგელები და საჩუქრები მათ დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა რომეო მიქაუტაძემ გადასცეს. მათ მადლობა გადაუხადეს თითოეულ დაჯილდოებულს და აღნიშნეს, რომ დედაქალაქში წესრიგი და სისუფთავე, სწორედ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების დამსახურებაა.