შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

"თბილსერვის ჯგუფმა" მტკვრის მარცხენა სანაპირო დაასუფთავა. საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა მდინარის ზედაპირი და სანაპირო. აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ თხუთმეტამდე თანამშრომელი მონაწილეობდა. ასევე, ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა. აღნიშნული სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით ხორციელდება.