შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

,,თბილსერვის ჯგუფმა“ კუს ტბასთან ასასვლელ, ახლადრეაბილიტირებულ სამკილომეტრიან გზაზე მოხაზვის სამუშაოები განახორციელა. საგზაო მონიშვნები ასფალტზე მაღალი ხარისხის თერმო და ცივი პლასტებით დაიტანეს. თერმო და ცივი პლასტები მდგრადი საღებავებია, რომლებიც ასფალტზე მინიმუმ სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. სამუშაო პროცესში ,,თბილსერვის ჯგუფის“ 15 თანამშრომელი მონაწილეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკაც.