სანიაღვრე ქსელები სისტემატურად იწმინდება და ირეცხება
10 აპრილი, 2025
დედაქალაქის მასშტაბით, ბოლო 10 დღის განმავლობაში 185 ლოკაციაზე 1326 სანიაღვრე ჭა და 2588 გრძივი მეტრი კიუვეტი გაიწმინდა, ასევე, 4632 მეტრი სანიაღვრე ქსელი გაირეცხა.
აღნიშნულ სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით ახორციელებენ.