შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
ვაკის პარკში შშმ პირებისთვის ახალი ლიფტი მოეწყო
17 აპრილი, 2025
ვაკის პარკში შშმ პირების უსაფრთხო გადაადგილებისთვის ადაპტირებული ლიფტი მოეწყო.

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ პროექტის ფარგლებში, ძველი, ამორტიზებული კონსტრუქციის დემონტაჟის შემდეგ, ვერტიკალური დახურული პლატფორმა და პანორამული შახტით ჰიდრავლიკური ტიპის ლიფტი დამონტაჟდა. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 63 000 ლარს შეადგენს.

ახალი ლიფტი „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ დაათვალიერა.

„დავასრულეთ პროექტის პირველი ეტაპი და ვაკის პარკის მხარეს მოვაწყვეთ თანამედროვე სტანდარტების, უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი ადაპტირებული ლიფტი, რომელიც აღჭურვილია: სიჩქარის შემზღუდავი სისტემით, აუდიო და ვიზუალური გადატვირთვის სიგნალით, ავარიული გაჩერების ღილაკით, შიდა ვენტილაციისა და ალტერნატიული კვების სისტემით, რომლის მეშვეობითაც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, ლიფტი დაასრულებს დაწყებულ მოძრაობას, ასევე, ღილაკები ბრაილის შრიფტით. ზოგადად, ხშირია ვანდალიზმის ფაქტები და მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გავუფრთხილდეთ ახალ ინფრასტრუქტურას და ნუ დავაზიანებთ კონსტრუქციას, აღნიშნული ლიფტი განკუთვნილია შშმ პირებისთვის“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

მსგავსი ტიპის ლიფტის მოწყობა ასევე დაგეგმილია გზის მეორე მხარეს, თამარაშვილის გამზირის დასაწყისში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში. პროექტის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, შშმ პირებს მარტივად და უსაფრთხოდ შეეძლებათ გადაადგილება მიწისქვეშა გადასასვლელშიც.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)