სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები
16 მაისი, 2025
საბურთალოს რაიონში, მიხეილ ბურძგლას ქუჩა N76/80-ში სანიაღვრე ქსელი ეწყობა, რის შედეგადაც უხვი ნალექის დროს ზედაპირული წყლების შეგუბების პრობლემა მოგვარდება.
სამუშაოების ფარგლებში, 30 გრძივ მეტრზე 250 მმ-იანი სანიაღვრე მილი ეწყობა, ასევე, ერთი ცენტრალური საკონტროლო და ორი წვიმმიმღები ჭა მონტაჟდება. შესაბამის სამუშაოებს თბილისის მერიის დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ.
აგრეთვე, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დედაქალაქში სანიაღვრე ქსელის შეკეთება-რეაბილიტაცია ცხრა მისამართზე განხორციელდა.