შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
მორეცხვის სამუშაოები აქტიურად გრძელდება
20 ივნისი, 2025
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით აგრძელებს გზების მორეცხვის სამუშაოებს. გზის სავალი ნაწილი და საგზაო ინფრასტრუქტურა ამჯერად გმირთა მოედანზე მოირეცხა.

ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.

„თბილისის მერიისთვის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი არის, რომ დედაქალაქი იყოს უფრო მეტად დასუფთავებული და მოწესრიგებული. სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი ღონისძიებაც. მინდა მოსახლეობას ინფორმაციისთვის ვუთხრა, რომ ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება, ამას ექნება სისტემატური ხასიათი და მთელი ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა უბანში განხორციელდება მსგავსი სამუშაოები", - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

გმირთა მოედანზე მორეცხვის სამუშაოებისთვის მობილიზებული იყო 24 ერთეული სპეცმანქანა და 40-ზე მეტი თანამშრომელი.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)