სამუშაო შეხვედრა დიდი ლილოს პოლიგონზე
23 ივლისი, 2025
დიდი ლილოს დასახლებაში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე უცხოელ სპეციალისტებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ადგილზე დაათვალიერეს ტერიტორია და პოლიგონზე ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის პროექტირებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები დაგეგმეს.
„თბილსერვის ჯგუფის“, საპროექტო-სამშენებლო ტენდერში გამარჯვებული შპს „გუმბათი ჰოლდინგის“ და გერმანული მწარმოებელი კომპანია Wehrle-Werk A.G.-ის თანამშრომლებმა, ავსტრიულ საინჟინრო-საზედამხედველო კომპანია GWCC INTERVAL ZT GmbH-ის წარმომადგენლებთან ერთად პროექტის ძირითადი საკითხები და გამოწვევები განიხილეს.