შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
გიორგი პაპავამ თანამშრომელს 70 წლის იუბილე მიულოცა
21 სექტემბერი, 2025
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ კომპანიის 20 წლის სტაჟის მქონე თანამშრომელს, თამარ გელენიძეს 70 წლის იუბილე მიულოცა.

„თამარ გელენიძე „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების სამსახურში ერთ-ერთი გამორჩეული და დამსახურებული თანამშრომელია, რომელიც 20 წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად ემსახურება ჩვენს ქალაქს. ქალბატონ თამარს ვულოცავ დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ! თითოეულ ჩვენს თანამშრომელს, დედაქალაქის მოსახლეობას საუკეთესო სურვილებით ვულოცავ თბილისობას! ასეთი ადამიანების თავდაუზოგავი შრომა განაპირობებს, რომ ჩვენი ქალაქი ყოველთვის მოწესრიგებული და ლამაზია“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

თამარ გელენიძე „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტში, ისან-სამგორის რაიონულ სამსახურში მთავარ სპეციალისტად მუშაობს და მის კომპეტენციაში დოკუმენტების დამუშავება, ტექნიკური აღრიცხვა შედის.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)