შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
დასუფთავების სამუშაოები გლდანის რაიონში
22 ოქტომბერი, 2025
გლდანის რაიონში საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში და მიმდებარედ ყოველდღიურად გვხვდება სამშენებლო და მწვანე ნარჩენი, ძველი ავეჯი, ნივთები, მეორადი საბურავები.

დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა, სპეცტექნიკის საშუალებით, გლდანის რაიონში ათობით მისამართიდან გაიტანეს უკანონოდ განთავსებული სარემონტო და სხვა არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი.

ქუჩებში, ურნებთან, ფერდობებზე, გამწვანებულ ტერიტორიებზე, ქალაქის შემოგარენში სამშენებლო/ინერტული და საავტომობილო ნარჩენის, ძველი ავეჯის, ნივთების განთავსება აკრძალულია. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

მოსახლეობას მოვუწოდებთ, არ განათავსოთ უკანონოდ არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი და ისარგებლეთ ხელსაყრელი მუნიციპალური სერვისებით. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდებზე - https://tgservice.gehttps://www.tbsg.ge

გაუფრთხილდი შენს ქალაქს, იზრუნე გარემოზე!
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)