შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
დასუფთავების აქცია სამგორის რაიონში
22 ოქტომბერი, 2025
სამგორის რაიონში, თბილისი-გაჩიანის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორია უკანონოდ განთავსებული სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა. არეალი სარემონტო ნარჩენებისგან სპეცტექნიკის საშუალებით გაიწმინდა.

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 50-მდე თანამშრომელთან ერთად, დასუფთავების სამუშაოებში ჩართული იყო მუნიციპალური კომპანიის დირექტორი გიორგი პაპავა.

„ქალაქის შემოგარენში სამშენებლო ნარჩენის, ძველი ავეჯისა და ნივთების განთავსება აკრძალულია. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს ხელსაყრელი, შეღავათიანი მომსახურებით - ასეთი ტიპის ნარჩენს განათავსებთ კორპუსის ეზოს წითელ ხაზებში ან „თბილისური ეზოს“ შემთხვევაში, ეზოს ტერიტორიაზე და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები 72 საათის განმავლობაში ადგილიდან გაიტანენ. ასევე, გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება. ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

არასაყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდებზე - https://tgservice.gehttps://www.tbsg.ge
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)