თბილისში სანიაღვრე ქსელები ყოველდღიურად იწმინდება
24 ოქტომბერი, 2025
დედაქალაქის მასშტაბით, ბოლო 10 დღის განმავლობაში 121 მისამართზე, საერთო ჯამში, გაიწმინდა და გაირეცხა: 3700 მეტრი სანიაღვრე ქსელი, 1720 ჭა, 1560 გრძივი მეტრი სანიაღვრე კიუვეტი. მათ შორის, კიუვეტი გაიწმინდა დიდი ლილოს დასახლებაში, ერეკლე II-ის ქუჩაზე.
შესაბამის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით ასრულებენ.