სამუშაო შეხვედრა თბილისის საკრებულოში
10 ნოემბერი, 2025
♻️ ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
➡️ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
☑️ სამუშაო ჯგუფის ფორმატში ერთობლივად შემუშავდება სტრატეგიის საბოლოო ვერსია. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები აქტიურად აგრძელებენ თანამშრომლობას იმისათვის, რომ დედაქალაქის ნარჩენების მართვის სისტემა უფრო ეფექტიანი, მდგრადი და გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისი გახდეს.