შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
14 ნოემბერი, 2025
დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს. კონსტრუქციები და მანათობელი ბაგირები ბორის პაიჭაძის ქუჩასა და გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოეწყო.

დიღმის მასივში მიმდინარე სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

„თბილისის მერიის დავალებით, საახალწლო განათებების მონტაჟი დედაქალაქის მასშტაბით სრულად განხორციელდება. ყველა რაიონში შერჩეულია ქუჩები, სადაც ოპტიმალურია და ტექნიკურადაც შესაძლებელია ილუმინაციების მოწყობა, იმისათვის, რომ ქალაქის მცხოვრებლებს და სტუმრებს საახალწლო განწყობა შევუქმნათ“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

ილუმინაციები და დეკორაციები თბილისის ათივე რაიონში 90-მდე ქუჩაზე და 30-მდე სკვერში მოეწყობა. სამონტაჟო სამუშაოებში ყოველდღიურად „თბილსერვის ჯგუფის“ 190-მდე თანამშრომელი და შესაბამისი სპეცტექნიკაა ჩართული.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)