სამუშაო ვიზიტი იტალიაში
22 ნოემბერი, 2025
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მილანში გარე განათების მიმართულებით ერთ-ერთ უდიდეს მწარმოებელ ქარხანას ეწვია.
კომპანია Disano-ს მსოფლიო მასშტაბით უდიდესი მიწოდების ქსელი აქვს, იტალიის ბაზარზე კი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია.
„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი და თანამშრომლები თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ პროდუქციას და გარე განათების კუთხით არსებულ სიახლეებს გაეცნენ.
იტალიური კომპანია Disano-ს წარმოებული პროდუქცია დედაქალაქში, ნარიყალას ციხის განათების სისტემაში იქნება გამოყენებული.