შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
საახალწლო განათებების ბოლო სამონტაჟო სამუშაოები
11 დეკემბერი, 2025
დედაქალაქში საახალწლო სამზადისი გრძელდება. ქუჩებში, პარკებსა და სკვერებში ილუმინაციებისა და დეკორაციების მოწყობა სრულდება. ბოლო ეტაპის სამონტაჟო სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ჭავჭავაძის გამზირსა და გიორგი წერეთლის ქუჩაზე შეასრულეს.

ილუმინაციების მოწყობის დასკვნით სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

ასევე, სრულდება მთავარი ნაძვის ხის აწყობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე. 12 დეკემბერს ნაძვის ხესთან ერთად მთელი ქალაქის ილუმინაციები აინთება.

საახალწლო განათებები და კონსტრუქციები თბილისში 90-მდე ქუჩაზე და 30-მდე სკვერში მოეწყო. სამუშაო პროცესში ყოველდღიურად ჩართული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ 250-ზე მეტი თანამშრომელი და 40-მდე სპეცმანქანა.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)