შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
„თბილსერვის ჯგუფის“ 30 თანამშრომელი დაჯილდოვდა
25 დეკემბერი, 2025
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები და საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. კომპანიის 30 თანამშრომელი „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ მოადგილეებთან ერთად დააჯილდოვა.

„ჩვენი კომპანიის გამორჩეულ თანამშრომლებს მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადეთ და დამდეგი ახალი წელი მივულოცეთ. ისინი მართლაც 24-საათიან რეჟიმში ზრუნავენ დედაქალაქზე და ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. დასაფასებელია ამ ადამიანების ყოველდღიური შრომა და ვცდილობთ მადლიერება გამოვხატოთ“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

„თბილსერვის ჯგუფის“ ძირითად საქმიანობაში შედის: მთელი თბილისის მასშტაბით ქუჩების, სკვერების, შიდაკვარტალური გზების, მუნიციპალური და სახელმწიფო ტერიტორიების, მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება, მორეცხვა, თოვლისგან გზების გაწმენდა, გარე განათების ქსელის მოწყობა და მოვლა-პატრონობა, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი, სანიაღვრე ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა, საგზაო მონიშვნების დახაზვა, საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების პოლიგონების ფუნქციონირება, შესაბამისი სპეცტექნიკის შეძენა-განახლება, ნარჩენების მართვის მოდერნიზებისთვის საჭირო პროექტების განხორციელება.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)