შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
გზების გაწმენდის სამუშაოები
18 იანვარი, 2026
დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობენ.

გზის გაწმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა. სამუშაო პროცესში ჩართულია 51 ერთეული სპეცტექნიკა და 150-მდე თანამშრომელი.

მოსახლეობას მოვუწოდებთ, თოვლიან ამინდში მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ ავტომანქანებით. საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22 და დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)