შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
გზების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
18 იანვარი, 2026
მოსული ნალექის გამო თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე სპეცტექნიკის საშუალებით გზები ინტენსიურად იწმინდება. ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით გზებზე ტექნიკური მარილი იყრება.

სამუშაოებში 24-საათიან რეჟიმში ჩართულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 150-მდე თანამშრომელი, რაიონული გამგეობების წარმომადგენლები, ასევე, შესაბამისი სპეცტექნიკა.

გზის გაწმენდის სამუშაოებს მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს უწევს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა. მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკური მარილი დაიყარა დედაქალის ქუჩებში, სადაც ამის საჭიროება იყო.

საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)