შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
გზების ტექნიკური მარილით დამუშავება გრძელდება
20 იანვარი, 2026
უხვი ნალექის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. 17 იანვრის საღამოდან დღემდე უწყვეტად იწმინდება გზები დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე.

მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკური მარილით მუშავდებოდა, როგორც ცენტრალური, ისე მეორე და მესამეხარისხოვანი ქუჩები. სამუშაო პროცესში ჩართულია 100 ერთეულზე მეტი სპეცმანქანა და 400-ზე მეტი თანამშრომელი.

„თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად, მობილიზებულები არიან დედაქალაქის რაიონული გამგეობებისა და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ხდება მუდმივი მონიტორინგი, უბნების შემოვლა და შესაბამისი რეაგირება.

საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, ინფორმაციის მოწოდება შეგიძლიათ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)