შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
დასუფთავების სამუშაოები გლდანის რაიონში
31 იანვარი, 2026
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გლდანის რაიონში 100-მდე ლოკაციიდან უკანონოდ განთავსებული სამშენებლო, საავტომობილო, მწვანე ნარჩენი, ძველი ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები გაიტანეს.

დასუფთავების სამუშაოებში ჩართული იყო კომპანიის 55 თანამშრომელი და 15 ერთეული სპეცტექნიკა.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნებში და მიმდებარედ სარემონტო ნარჩენის, ავტომობილების მეორადი ნაწილების, საბურავების, ძველი ავეჯისა და ნივთების განთავსება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

ასეთი ტიპის ნარჩენის კანონიერად გატანის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდებზე - https://tgservice.gehttps://www.tbsg.ge
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)