შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
გზების თოვლისგან გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება
28 თებერვალი, 2026
ბოლო ორი დღის განმავლობაში უხვი ნალექის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, მობილიზებულია შესაბამისი სპეცტექნიკა. დედაქალაქსა და მის შემოგარენში ტექნიკური მარილით მუშავდება, იწმინდება, როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი გზები.

ქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას 24-საათიან რეჟიმში მონიტორინგს უწევენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა, რაიონების გამგებლები და შესაბამისი სამსახურების უფროსები.

„26 თებერვლის საღამოდან მოყოლებული საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. გზები თოვლისგან სპეცმანქანებით უწყვეტ რეჟიმში იწმინდება, ხდება გარე განათების, ელექტროენერგიის დაზიანებული ქსელის, კაბელების აღდგენა, თოვლისგან მოტეხილი ხეებისა და ტოტების დამუშავება-გატანა. სრულად მობილიზებულია შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, „თბილსერვის ჯგუფი“, „ეკოსერვის ჯგუფი“, რაიონული გამგეობები“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

მოსახლეობას მოვუწოდებთ, უხვი ნალექის დროს ავტომანქანებით მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)