შიდა გზები ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება
01 მარტი, 2026
დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე შიდა გზების გაწმენდის სამუშაოები გრძელდება. ასევე, გაიწმინდა თბილისის ქუჩებში არსებული ქვეითთა გადასასვლელები, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები, საერთო სარგებლობის კიბეები.
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობენ.