"თბილსერვის ჯგუფმა" საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ვაკის მუნიციპალიტეტის რაიონში-ჭავჭავაძის გამზირზე, ფალიაშვილის, რიგის და არაყიშვილის ქუჩებზე ორმოცდახუთი LED სანათი დაამონტაჟა. „თბილსერვის ჯგუფმა“ დიოდური სანათების მონტაჟის უკვე მე-16 პილოტ პროექტი განახორციელა. დიოდური სანათები ელექტროენერგიის 60–70%-იან ეკონომიას იძლევა.